სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისის არაქსელურ მაღაზიაში.
-
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: იმერეთი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ– 18:00სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა;
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
- განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
- მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნების დადგენა;
- მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება.
- პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;